ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. გარდა ამისა, ყაზახებისთვის საქართველო საყვარელი ადგილია დასასვენებლად.
საზეიმო თარიღის აღსანიშნავად საქართველოში გასტროლებით ჩამოვიდა „ასტანა ბალეტი“, რომელმაც ქართველ მაყურებელს წარმოუდგინა საკუთარი საკონცერტო პროგრამა „დიდებული სტეპის მემკვიდრეობა“.