ტერაქტი სტამბულის ცენტრში: დაიღუპა ექვსი ადამიანი, ეჭვმიტანილი დაკავებულია - ფოტო

აფეთქება მოხდა სტამბულის ცენტრში მდებარე ქუჩაზე, სადაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და დამსვენებელია.
Sputnik
კვირას ისთიქლიალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სამედიცინო ბრიგადები და უსაფრთხოების ძალები, რომლებმაც რაიონი შემოსაზღვრეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ სტამბულში მოწყობილი ტერაქტის უკან დგანან ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები სირიიდან.
1 / 15

აფეთქება კვირას, ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა

2 / 15

აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

3 / 15

დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი

4 / 15

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ 40-ზე მეტი დაშავებული უკვე გაიწერა საავადმყოფოებიდან

5 / 15

კლინიკებში მყოფთაგან ორი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია

6 / 15

ადამიანები აფეთქების ადგილზე

7 / 15

მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

8 / 15

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ მომხდარის უკან დგანან ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები სირიიდან

9 / 15

ამ მომენტისათვის პოლიციას დაკავებული ჰყავს 46 ეჭვმიტანილი

10 / 15

მათ შორის ის ადამიანიც, ვინც ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა

11 / 15

თურქეთის პოლიციის ცნობით, ის ქალია

12 / 15

ეჭვმიტანილი 40 წუთზე მეტხანს იჯდა სკამზე, ხოლო როდესაც ადგა, მოხდა აფეთქება

13 / 15

მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები აფეთქების ადგილზე მუშაობისას

14 / 15

სტამბულის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

15 / 15

აფეთქების ფაქტზე საქმეს ხუთი პროკურორი აწარმოებს