შოთა არველაძემ ლეგენდების მატჩში დუბლი გაიფორმა

საქველმოქმედო მატჩი მარადონას დაბადების დღეს მიეძღვნა – ლეგენდარულ არგენტინელს 30 ოქტომბერს 62 წელი შეუსრულდებოდა.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ რომში გამართულ საქველმოქმედო მატჩში ორი გოლი გაიტანა.
„ოლიმპიკოს" სტადიონზე გამართული მატჩი ლეგენდარული დიეგო მარადონას ხსოვნას ეძღვნებოდა. მასში მონაწილეობდნენ ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, რონალდინიო, შოთა არველაძე, ხრისტო სტოიჩკოვი, მიროსლავ კლოზე, პაბლო საბალეტა, დიეგო მარადონა-უმცროსი.
ორივე შემთხვევაში არველაძემ გოლი ბულგარეთის ნაკრების და „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავის ხრისტო სტოიჩკოვის გადაცემებით გაიტანა. შეხვედრა მარადონას მეგობრების გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 4:3.
„ყოველთვის სასიამოვნოა საქველმოქმედო მატჩში თამაში. ბედნიერი ვარ ვითამაშო მშვიდობისთვის. მადლობა Weplayforpeace-ს“, – დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.
საქველმოქმედო მატჩი მარადონას დაბადების დღეს მიეძღვნა – ლეგენდარულ არგენტინელს 30 ოქტომბერს 62 წელი შეუსრულდებოდა.