თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
შემთხვევა მოხდა იმ ფერდობზე, რომელზეც საცხოვრებელი კომპლექსი King David მდებარეობს. ნაშალი მასა სანაპიროზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოწვა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარის გამო ჩახერგილი იყო გზის სავალი ნაწილი.
კლდის ნაწილის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ძლიერი ქარის გამო გუშინ გვიან ღამით თბილისის სხვადასხვა უბანში ხეები წაიქცა და ავტომობილები და ელექტროგადამცემი ბოძებიც დაზიანდა.
წყარო - ტელეკომპანია „ტვ პირველი“.