საქართველოსა და სამოას შორის მატჩი რაგბიში - ფოტო

მატჩის მსვლელობისას თამაშს ძირითადად ქართველი სპორტსმენები აკონტროლებდნენ, თუმცა 68-ე წუთამდე მდევრის როლში იყვნენ.
Sputnik
ბორჯღალოსნებმა ვერ შეძლეს თითქმის მოპოვებული გამარჯვების შენარჩუნება. ოთხი წუთით ადრე მიღებული ლელოს შემდეგ დარჩენილ დროში, შეტევის მიუხედავად, ქულების აღება ვეღარ მოახერხეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 19:20.
1 / 12

სამოას ნაკრები „ბორჯღალოსნებისთვის“ ერთ-ერთ ყველაზე რთულ და არაპროგნოზირებად მეტოქედ მიიჩნევა

2 / 12

მათ პირველ შეხვედრაში, 2003 წლის მსოფლიო თასისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები სამოას გუნდთან დამარცხდა

3 / 12

მას შემდეგ ნაკრებები კიდევ ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქედან სამჯერ ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა

4 / 12

6 ნოემბერს ქართველმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს ურუგვაის ნაკრებთან შეხვედრაში, რომელმაც 2003 წელს ასევე დაამარცხა ქართული გუნდი

5 / 12

თუმცა მაშინ ურუგვაისთან საქართველო დამარცხდა ანგარიშით 12:24, ხოლო სამოელებმა ქართველებს 46:9 მოუგეს

6 / 12

2013 წელს ბორჯღალოსნებმა თბილისში უმასპინძლეს სამოელებს და 16:15 მოუგეს. ეს შედეგი ყველასთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ქართველმა სპორტსმენებმა შემდეგში არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი უპირატესობა მოედანზე

7 / 12

მიუხედავად დადებითი სტატისტიკისა, საქართველო ყოველთვის მიიჩნევდა სამოას გუნდს ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ

8 / 12

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ იტალიელებმა სამოელებს დიდი ანგარიშით მოუგეს – 49:17

9 / 12

ბორჯღალოსნებისთვის სამოელები მაინც დარჩნენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს კონკურენტად

10 / 12

ბრძოლას ინტერესს მატებდა ის ფაქტიც, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილის დაკავების შანსი ეძლეოდა, თუმცა ამისათვის საჭირო იყო ფიჯისა და იტალიის ნაკრებების წაგება

11 / 12

სამწუხაროდ, „ბორჯღალოსნებმა“ სამოასთან შეხვედრა დათმეს

12 / 12

შეხვედრის დიდ ნაწილს ქართველი სპორტსმენები აკონტროლებდნენ 68-ე წუთამდეც კი, როცა საქართველო წინ გავიდა. მაგრამ საბოლოოდ „ბორჯღალოსნები“ მაინც დამარცხდნენ