საქართველოში ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების ვადა 1 ნოემბერს ამოიწურა და ის 330.672-მა მოქალაქემ წარადგინა.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს ახსენებს, რომ 15 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე იწურება ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების ვადა 1 ნოემბერს ამოიწურა და ის 330.672-მა მოქალაქემ წარადგინა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგადასახადო სამსახურის პრიორიტეტია გადასახადის გადამხდელთა მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების სისწრაფის ამაღლება, ამიტომ სააგენტო გადამხდელების მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს ვალდებულებებთან დაკავშირებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს