საქართველოს დედაქალაქში კვლავ უამინდობაა.ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. წაქცეულმა ხეებმა საბურთალოზე დააზიანა მინიმუმ ოთხი ავტომობილი. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. უამინდობა ორშაბათიდან გრძელდება. სინოპტიკოსების თქმით, ქარის სიჩქარე მიაღწევს 17-22 მეტრს წამში.