ირაკლი ღარიბაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა

ხვიჩა კვარაცხელია მაროკოსთან ამხანაგურ მატჩს 17 ნოემბერს ტრავმის გამო გამოტოვებს
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას თბილისში შეხვდა.
„ჩვენი საამაყო ხვიჩა კვარაცხელია!“ - დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელში.
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად საქართველოში იმყოფება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ის მაროკოსთან ამხანაგურ მატჩს 17 ნოემბერს ტრავმის გამო გამოტოვებს.
კვარაცხელიამ ტრავმა 2 ნოემბერს მიიღო „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩის დროს. ამ ტრავმის გამო ნახევარმცველმა უკვე გამოტოვა სერია A-ს სამი მატჩი – „ატალანტის“, „ემპოლისა“ და „უდინეზეს“ წინააღმდეგ.
ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერების ღირებულება რეკორდულად გაიზარდა >>
ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ათი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.