თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. იტალიის „ნაპოლის“ და საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ღირებულება 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა, იუწყება ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt.
„ნაპოლიში“ გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ღირებულება იყო 15 მილიონი ევრო, სექტემბერში - 35 მილიონი.
გარდა ამისა, გაიზარდა საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულება. გოლკიპერის ფასი „ვალენსიის“ შემადგენლობაში ასპარეზობის პერიოდში რამდენჯერმე გაიზარდა და ახლა 25 მილიონ ევროს შეადგენს.
ამგვარად, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სამეული ასე გამოიყურება:
1.
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 60 მილიონი ევრო2.
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 25 მილიონი ევრო3.
საბა ლობჟანიძე, „ხატაისფორი“ – 3,3 მილიონი ევროგარდა ამისა, განახლებული მონაცემებით, კვარაცხელია ამჟამად А სერიის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების ათეულში მერვე ადგილს იკავებს.
ის დაეწია იტალიის ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერ ფედერიკო კიეზას, რომელსაც ასევე 60 მილიონ ევროდ აფასებენ, და გაუსწრო ბელგიის ნაკრების და „ინტერის“ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს (55 მლნ ევრო).
А სერიის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების ათეული
1.
რაფაელ ლეაო, პორტუგალია, „მილანი“- 85 მლნ ევრო2.
დუშან ვლახოვიჩი, სერბეთი, „იუვენტუსი“ - 80 მლნ ევრო3.
ლაუტარო მარტინესი, არგენტინა, „ინტერი“ – 75 მლნ ევრო4.
ნიკოლო ბარელა, იტალია, „ინტერი“ – 70 მლნ ევრო5.
ვიქტორ ოსიმენი, ნიგერია, „ნაპოლი“ – 70 მლნ ევრო6.
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, სერბეთი, „ლაციო“ – 60 მლნ ევრო7.
მილან შკრინიარი, სლოვაკეთი, „ინტერი“- 60 მლნ ევრო8.
ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო, „ნაპოლი“ – 60 მლნ ევრო9.
ფედერიკო კიეზა, იტალია, „იუვენტუსი“ – 60 მლნ ევრო10.
რომელუ ლუკაკუ, ბელგია, „ინტერი“ – 55 მლნ ევრომიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ათი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.
წყარო - Transfermarkt