თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. გარდაცვლილი შუახნის ქალია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“.