როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ნალექია მოსალოდნელი.
დღეს, 13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 14-15 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა 13 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18, ხოლო 14-15 ნოემბერს 11-16 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.