მსოფლიო დღეს

კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის ყოფილმა დირექტორმა მთელი თავისი ქონება დაკარგა

ბენკმან-ფრიდის ქონება „პიკზე“ 26 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. კაცობრიობის ისტორიაში ქონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი დაფიქსირდა - კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის თანადამფუძნებელმა და ყოფილმა გენდირექტორმა სემ ბენკმან-ფრიდმა დაკარგა მთელი თავისი ქონება - 16 მილიარდი დოლარი, იუწყება Bloomberg.
ბენკმან-ფრიდის ქონება „პიკზე“ 26 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო ამ კვირის დასაწყისში ის 16 მლრდ დოლარს შეადგენდა, აღნიშნავენ სააგენტოში.
უკვე 8 ნოემბერს Bloomberg-მა განაცხადა, რომ სემ ბენკმან-ფრიდმა ქონების 94% დაკარგა და 12 ნოემბრის მდგომარეობით მისი ქონება 662 მლნ დოლარს შეადგენდა.
„კომპანია FTX-ის ყოფილი თანადამფუძნებლის, სემ ბენკმან-ფრიდის მთელი ქონება, რომელიც 16 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დაკარგულია, რაც ისტორიაში ქონების დაკარგვის უდიდესი შემთხვევაა“, - იუწყებიან სააგენტოში.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ FTX-მა სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა, ხოლო კომპანიის გენერალური დირექტორი სემ ბანკმენ-ფრიდი თავის პოსტს ტოვებს.
წყარო - Bloomberg