თბილისში აგროპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გამოფენაზე სტუმრები უმაღლესი ხარისხის ნატურალური აგროპროდუქტების შეძენას პირდაპირ ფერმერებისგან შეძლებენ
Sputnik
თბილისი, 12 მოემბერი - Sputnik. 20 ნოემბერს - ფერმერის დღეს Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში ქართული აგროპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების ინფორმაციაში.
ორგანიზატორთა თქმით, გამოფენაზე სტუმრები უმაღლესი ხარისხის ნატურალური აგროპროდუქტების შეძენას პირდაპირ ფერმერებისგან შეძლებენ. ღონისძიება 11:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან, გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.