თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. 17-20 ნოემბერს „ბაზარი ორბელიანზე“ იტალიური დღეები გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
როგორც ორგანიზატორები პირდებიან, „ბაზარი ორბელიანზე“ ხმელთაშუაზღვის კერძების მადისაღმძვრელი სურნელით აივსება.
17 ნოემბერს სტუმრებს იტალიური სამზარეულოს ნამდვილი დღესასწაული გელის. 18:30 საათიდან ბაზარს ესტუმრებიან იტალიელი შეფები და ყველასთვის საყვარელი კერძების სანახაობრივ მასტერკლასებს გაუძღვებიან.
იტალიური სამზარეულოს მოყვარულები იხილავენ რიზოტოს, ტალიატელესა და ტირამისუს შექმნის ხელოვნებას.