თბილისი, 12 ნოემბერი– Sputnik. თბილისში 5 დეკემბერს პირველი და ყველაზე მასშტაბური HR გაციფრულების კვირეული იწყება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ღონისძიებას დაახლოებით 500 მონაწილე და HR-სპეციალისტი დაესწრება, აღმასრულებელი დირექტორები, HR გაციფრულების კომპანიები | სტარტაპები და მთავრობის წარმომადგენლები.
ფორუმის მონაწილეები საერთაშორისო სპიკერებთან ერთად შეხვედრებზე მიმოიხილავენ HR გაციფრულების გლობალურ ტენდენციებს და წარმატებულ კეისებს კონკრეტული კომპანიების მაგალითზე.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სექტორის HR პროფესიონალების პანელი, კერძო სექტორის HR პროფესიონალების პანელი, HR გაციფრულების სტარტაპების/კომპანიების პანელი, ასევე სტარტაპების HR გაციფრულების კომპანიების გამოფენა.
HR-კვირეულში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ-რეგისტრაცია, შეავსონ ვირტუალური ფორმა. ღონისძიების ორგანიზატორია - არასამთავრობო ორგანიზაცია HRPA • Georgia.