თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათთან მომხდარი ავარიის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ტრაილერი ორ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.