„ვაკუუმი“ - თბილისის ეროვნულ გალერეაში კოკა რამიშვილის გამოფენა გაიხსნა

ოსტატმა აღნიშნა, რომ ამ გამოფენაზე მუშაობის დროს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტიმურობის ატმოსფეროს შექმნა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის კოკა რამიშვილის ნამუშევრების გამოფენა „ვაკუუმი“ გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
კოკა რამიშვილის გამოფენა
„ვაკუუმი“ რთულ, უხილავ ფსიქოემოციურ აქცენტებზე აგებული ექსპოზიციაა.
კოკა რამიშვილის გამოფენა
მიუხედავად იმისა, რომ გამოფენაში ახალ ნამუშევრებთან ერთად წინა წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტის მოტივი იყრის თავს, ის არ გულისხმობს რეტროსპექტულ ფორმატს.
კოკა რამიშვილის გამოფენა
როგორც თავად ავტორი ამბობს, ამ გამოფენაზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტიმურობის ატმოსფეროს შექმნა, რაც განსაკუთრებით მძაფრად გადმოიცა ვიდეოინსტალაციაში „ადამიანები სიყვარულის განცდისას".
კოკა რამიშვილის გამოფენა
კოკა რამიშვილი უახლესი ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, მისი შემოქმედება „პოსტსაბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით“.
კოკა რამიშვილის გამოფენა
„ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კოკა რამიშვილის გამოფენა
Window Project-ის მიერ ორგანიზებული გამოფენა 2022 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს