რატომ არ მიდის პუტინი G20-ის სამიტზე

საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარი ფორუმი წელს კუნძულ ბალიზე ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში G20-ის სამიტზე თავისი გრაფიკისა და ქვეყანაში ყოფნის აუცილებლობის გამო არ წავა, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
G20-ის სამიტი ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.
„ეს იყო სწორედ სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება მის გრაფიკთან დაკავშირებით, რაც მისი რუსეთში ყოფნის აუცილებლობითაა გამოწვეული“, – განაცხადა პესკოვმა, იუწყება РИА Новости.
გარდა ამისა, არ იგეგმება პუტინის ვიდეო ან ონლაინ მიმართვა G20-ის სამიტისთვის.
რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
დიდი ოცეული (G20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმია. დიდი ოცეული მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-ს და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს