თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ტონგის სამეფოს სანაპიროზე 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნეიაფუდან ჩრდილო-დასავლეთით 220 კილომეტრში, 33 კმ სიღრმეში იყო.
გაფრთხილება აშშ-ის მეტეოსამსახურის გაფრთხილების სისტემის ვებ-გვერდზე ამერიკის სამოას მიმართ გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ცუნამის შესაძლებლობა განიხილება მიწისძვრის ეპიცენტრიდან 300 კილომეტრში, ნიუესა და ტონგას კუნძულების ნაპირების გასწვრივ.
მოგვიანებით სეისმოლოგებმა მიწისძვრის მაგნიტუდის სიმძლავრე 7,1-მდე შეამცირეს.