თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში თბილ ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უქმე დღეებში საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ბარში 13-18 გრადუსამდე მოიმატებს.
ამინდი შედარებით გაუარესდება შემდეგი კვირის დასაწყისში. ორშაბათსა და სამშაბათს, 14-15 ნოემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ღამით - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა +11-16 გრადუსი იქნება.
დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.