თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მაროკოს წინააღმდეგ მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში 17 ნოემბერს გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლირება „პირველ არხზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
ეროვნულ ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული. შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – 21-წლამდელთა ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე (“დინამო”, თბილისი), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი)
ნახევარდაცვა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია),
თავდასხმა: გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).