G20-ის სამიტზე რუსეთის დელეგაციას ლავროვი უხელმძღვანელებს

Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე რუსეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით გაემგზავრება, ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში არ წავა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„გადაწყდა, რომ რუსეთს G20-ის სამიტზე სერგეი ლავროვი წარმოადგენს“, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

გარდა კრემლის სპიკერისა, აღნიშნულის თაობაზე ასევე განაცხადა ჯაკარტაში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშემაც.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია.
ამასთან პესკოვს არ დაუკონკრეტებია, ჩაერთვება თუ არა ვლადიმირ პუტინი სამიტის მუშაობაში ვიდეოკონფერენციის ფორმატში. თუმცა ჯაკარტაში რუსეთის დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით ისევ მუშავდება.
დიდი ოცეული (G20) − მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმი. აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. დიდი ოცეული მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-ს და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს.
G20-ის სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერსაა დაგეგმილი.