თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის ფილმის „სამურაი დასვენების ჟამს" პრემიერა ლოს-ანჯელესში, აზიური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე 16 ნოემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.
აზიური კინოს საერთაშორისო ფესტივალი (Asian World Film Festival) კინემატოგრაფიის კავშირის წარმომადგენლების, საზოგადო მოღვაწეებისა და ყირგიზი კინორეჟისორის სადიკ შერ-ნიაზის მიერ არის დაფუძნებული.
„სამურაი დასვენების ჟამს“ სოციალური დრამაა, რომელშიც მოთხრობილია ისტორია, რომელიც ოჯახს 24 საათში გადახდა.
სცენარი მწერალ აკა მორჩილაძეს ეკუთვნის, ფილმის ოპერატორია მინდია ესაძე. ფილმში მონაწილეობენ ნინო კასრაძე, თამრიკო ჭიჭინაძე, დავით გოცირიძე და სხვები.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.