„საბავშვო ევროვიზია 2022“ - საქართველომ სიმღერის პრეზენტაცია მოაწყო

მუსიკის ავტორია გიგა კუხიანიძე, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი.
Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ ტრადიციულად გაიმართა სიმღერა I Belive-ზე გადაღებული კლიპის პრემიერა, რომლითაც საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა სიმღერის მეოცე საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2022“ წარდგება.
სიმღერის მუსიკის ავტორია გიგა კუხიანიძე, ტექსტის – ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი.
კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი. კლიპზე მუშაობდა დიზაინერი იზა ნადარეიშვილი.
ვიდეოკლიპში 12 წლის მარიამ ბიგვავა გადაიღეს მოზარდ მოცეკვავეებთან ერთად. ქორეოგრაფია ეკუთვნის გიორგი ტორიაშვილს.
„საბავშვო ევროვიზია 2022“-ის (Junior Eurovision Song Contest 2022) საიუბილეო, მეოცე კონკურსი ერევანში 11 დეკემბერს გაიმართება.
უკვე მეხუთე წელია, კონკურსანტს საქართველოდან ირჩევენ „პირველი არხის“ პროექტით „რანინა“.
საქართველო საბავშვო ევროვიზიაში 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს