საქართველოს ძიუდოს ნაკრები ტოკიოს დიდი სლემის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ნაკრებში ექვსი ძიუდოისტია, მათ შორის ხუთი ქალი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები დიდი სლემის ტოკიოს ტურნირში (Grand Slam Tokyo) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 3–4 დეკემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
საქართველოს ნაკრებში ექვსი სპორტსმენია. მათ სათავეში უდგას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. დანარჩენი ხუთი სპორტსმენი ქალია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
90 კგ ლაშა ბექაური
–57 ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
–63 ეთერ ასკილაშვილი
–70 ნინო გულბანი
+78 სოფიო სომხიშვილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს