მარტვილში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სწრაფად მოძრავი ავტომობილი შენობას შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სწრაფად მოძრავი ავტომობილი შენობას შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ახალგაზრდა კი დაშავდა. ისინი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ავარიის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.