თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდში, მშენებარე სტადიონთან ავტომობილს ლამპიონის ბოძი დაეცა.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში და მის მახლობლად არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
კომბინატის დასახლებაში სპორტული ობიექტი ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა გახსნილიყო, მაგრამ რემონტი შეჩერდა. ამჟამად სტადიონი არ ფუნქციონირებს.
რა გახდა ბოძის წაქცევის მიზეზი, ჯერ უცნობია.