უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 25 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს, იუწყება „რუსთავი 2“.
სახელაშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
38 წლის ქართველი მებრძოლი ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს უკვე 25 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.