„ნაპოლი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „აინტრახტს“ დაუპირისპირდება

„ნაპოლიმ“ А ჯგუფში დამაჯერებლად ითამაშა და მხოლოდ ერთი მატჩი დათმო „ლივერპულთან“.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“, რომელსაც საქართველოში ხვიჩას (კვარაცხელია) კლუბს ეძახიან, 2022-23 ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 1/8-ფინალში ფრანკფურტის „აინტრახტს" შეხვდება.
კენჭისყრა ორშაბათს უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ნიონში გაიმართა.
„აინტრახტი“ ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი В ჯგუფში მეორე ადგილზე დაასრულა.
მეტოქისგან განსხვავებით, „ნაპოლიმ“ А ჯგუფში დამაჯერებლად იასპარეზა, პირველ ადგილზე გავიდა და მხოლოდ ერთი თამაში დათმო სტუმრად „ლივერპულთან“.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები:
1.
„ლაიფციგი“ (გერმანია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
2.
„ბრიუგე“ (ბელგია) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)
3.
„ლივერპული“ (ინგლისი) – „რეალი“ (ესპანეთი)
4.
„მილანი“ (იტალია) – „ტოტენჰემი“ (ინგლისი)
5.
„აინტრახტი“ (გერმანია) – „ნაპოლი“ (იტალია)
6.
„ბორუსია“ (გერმანია) – „ჩელსი“ (ინგლისი)
7.
„ინტერი“ (იტალია) – „პორტუ“ (პორტუგალია)
8.
„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი) – „ბაიერნი“ (გერმანია)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 7-8 და 14-15 მარტს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს