თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ფოთში ნიკოლაძის სანაპიროზე სრული სარემონტო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია ფოთის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
პროექტის ღირებულებაა 2,3 მლნ ლარი.
პროექტის ფარგლებში ერთკილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის გზის საფარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები.
ამას გარდა, მოეწყობა ველოსიპედის ბილიკები.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.