ბორჯღალოსნების გამარჯვება და ქომაგების სიხარული - ფოტო

ქართველმა მორაგბეებმა ურუგვაელი მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით 34:18, რაც ორივე გუნდის მწვრთნელებისთვის კანონზომიერი აღმოჩნდა.
Sputnik
12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები უმასპინძლებს სამოელებს, რომლებიც შაბათს იტალიის ნაკრებმა დაამარცხა ანგარიშით 49:17. ახლა ისინი რეიტინგში მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან.
1 / 12

რაგბის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტის ამ სახეობაში, როგორც წესი, უფრო ძლიერი იმარჯვებს

2 / 12

ყოველ შემთხვევაში, აქ იშვიათია სენსაციები, ამიტომ ქართული გუნდის გამარჯვება მოსალოდნელი იყო პეციალისტებისთვისაც, ბუკმეკერებისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც

3 / 12

მსგავსი შედეგის მოლოდინში იყვნენ ნაკრებების მწვრთნელებიც

4 / 12

თამაშის შემდეგ ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ შედეგი კანონზომიერი იყო, თუმცა ურუგვაელებმა ღირსეული და სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს ბორჯღალოსნებს

5 / 12

ურუგვაელების არგენტინელმა მწვრთნელმა ესტებან მენესესმა განაცხადა, რომ საქართველოს გუნდი ტოლს არ უდებს სიძლიერით მსოფლიო რეიტინგის ათ მოწინავე ნაკრებს, ხოლო ურუგვაელები ამ ეტაპზე მზად არ არიან ამ დონის გუნდის დასამარცხებლად

6 / 12

ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩის წინ მე-13 ადგილს იკავებდნენ რეიტინგში, ხოლო ურუგვაელები – მე-18 ადგილს. რეიტინგის მეორე ათეულში 5 საფეხური კი საკმაოდ ბევრს ნიშნავს

7 / 12

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ურუგვაიში რაგბი ბოლო წლებში ძლიერ პროგრესს განიცდის

8 / 12

და ეს ნაკრები რეგიონის წამყვან გუნდად ყალიბდება

9 / 12

არგენტინელების შემდეგ ამერიკაში ყველაზე ძლიერ ნაკრებად მრავალი წლის განმავლობაში მიიჩნეოდა აშშ-ის გუნდი

10 / 12

თუმცა ამჯერად ამერიკის შესარჩევ ტურში „პრანწიებმა“ გაიმარჯვეს. ეს სახელწოდება ურუგვაელმა სპორტსმენებმა სამხრეთამერიკული პრანწიას (კაჭკაჭის ზომის ფრინველი) მიხედვით მიიღეს

11 / 12

საბედნიეროდ, ქართველებმა უკვე დიდი ხანია გაიაზრეს ურუგვაელი მეტოქეების გამოცდილება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2003 წელს გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, შემდეგ კი მათ არაერთხელ მოუწიათ დაპირისპირება

12 / 12

კვირის მატჩის შემდეგ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ ურუგვაის ძალიან ღირსეული გუნდი ჰყავს და გულშემატკივარს სთხოვა პატივისცემით მოეკიდონ მეტოქეებს