ძველბერძნული მითოლოგიის რომელ ღმერთს შეესაბამება შენი ზოდიაქოს ნიშანი

თუ წარმოგიდგენიათ თავი ოდესმე ილომპოს მთაზე? და რომელ ღმერთთან ასოცირდება თქვენი თავი?
Sputnik
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპოს (ოლიმპის) მთა ღმერთების სამყოფელია, მათი საკრებულო.
აქ თავს იყრიდნენ ზევსი, ჰერა, ჰეფესტოსი, აფროდიტე, ათენა, აპოლონი, არტემიდა, დემეტრა, პოსეიდონი, არესი, აიდი, დიონისე...
გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, ბერძნული მითოლოგიის რომელ ღმერთს შეესატყვისება ხასიათით თქვენი ზოდიაქოს ნიშანი.
ვერძი – არესი
რა თქმა უნდა – არესი, ომის ღმერთი. მოხერხებული, ეშმაკი, სისხლს მოწყურებული, რომელიც პრობლემების გადაწყვეტას მოქმედებით ამჯობინებს და არა სიტყვებით. ვერძის განარისხებას არ გირჩევთ... და კიდევ, მისი მეუღლე ქალღმერთთა შორის ულამაზესი აფროდიტე იყო – მრავლისმთქმელი ფაქტია... ასეა ცხოვრებაშიც, ვერძებს საუკეთესო ხვდებათ.
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
კურო – არტემიდა
არტემიდა ნადირობისა და ნაყოფიერების ქალღმერთია. როგორც არ უნდა უყვარდეთ კუროებს ჭამა, მათი ინტერესები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მაგალითად, არ იტყვიან უარს კარგ ბიჭებზე ნადირობაზე სოციალურ ქსელებში. ერთი შეხედვით საყვარელი არტემიდა არც ისე საყვარელია. ბევრ მითში ის სასტიკი და შურისმაძიებელია წარმოდგენილი. ეს კუროების ბნელი მხარის იდეალური აღწერაა, რასაც ისინი, ჩვეულებრივ, შესანიშნავად მალავენ.
ტყუპი – აფროდიტე
აფროდიტე – სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი. მიუხედავად თავისი გამოხატული დადებითი თვისებებისა და უნარებისა, მან რომანი გააბა ყველაზე საშიშ ღმერთთან – არესთან (და განა ვინ იტყვის უარს bad guy–ზე?). ასეა, ტყუპებიც მუდმივად ტესტავენ საზღვრებს, უპირატესობას ანიჭებენ საფრთხეებს, გაურკვევლობა ურჩევნიათ სტაბილურობას... სიყვარულისთვის კი ბევრ რამეზე მიდიან. და მათში იმდენი სიყვარულია, რომ ამ სიყვარულით გარშემომყოფებსაც დიდი სიამოვნებით აჯილდოებენ.
კირჩხიბი – ჰერა
ჰერა – ზევსის მეუღლე, უზენაესი ქალღმერთი, ქორწინების მფარველი. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ის წყნარი მეუღლე, დედაა, ძალიან ცდებით. ჰერა ოლიმპის ყველაზე ძლიერი ქალღმერთია და ეს მხოლოდ სიტყვები არაა. ის თავის ყველა მეტოქეში უდიდეს შიშს აღძრავდა და არავის ინდობდა, ვინც გზაზე გადაეღობებოდა. ასეა კირჩხიბიც, რომელსაც ორი მხარე აქვს – სუპერ–საყვარელი, მზრუნველი და საშიში, რომელიც, სჯობს, არავინ „გააღვიძოს“.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
ლომი – ზევსი
განა ვინ მართავს მსოფლიოს? ზევსი! და ლომებიც... სწორედ მათ შეეფერებათ ჭექა–ქუხილისა და ელვის ღმერთი, რომელზე მთავარიც არავინაა. ლომები მიჩვეული არიან ლიდერობას, მართვას. არ მოსწონთ, თუ ვინმე გვერდით მათზე უკეთესია. მეორე მხრივ კი ეს მათთვის მოტივაციის მიმცემია, სტიმული, რომ მთელი ძალით ისწავლონ, იშრომონ, რათა მეტოქეები უკან ჩამოიტოვონ.
ქალწული – ათენა
სხვას ვის შეხვდებოდა სიბრძნის ქალღმერთი ათენა, თუ არა ქალწულებს? სხვათა შორის, ათენას მხოლოდ ერთი „სპეციალობა“ არ ჰქონდა. ის მფარველობდა ხელოსნებს, მეომრებს, შემოქმედ ხალხს. ასევე არიან ქალწულები – ხელმარჯვე ოსტატები, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე სფეროში შეუძლიათ თავის წარმოჩენა. ხშირად ერთი რომელიმე სფეროს არჩევა უჭირთ, რადგან ბევრი რამ გამოსდით კარგად. რას იზამთ, ასეთია მათი ბედი...
სასწორი – აპოლონი
აპოლონი – სინათლის, მზისა და ხელოვნების ღმერთი. ის ასოცირდება მარადიულ ახალგაზრდობასთან, ჰარმონიასთან, შემოქმედებასთან. ეს ისაა, რაც სასწორებს სჭირდებათ ლამაზი ცხოვრებისთვის. ისინი სიამოვნებით დახარჯავდნენ მთელ თავიანთ დროს იმისთვის, რომ შექმნან რაღაც ახალი, დაწერონ ახალი რომანი, გადაიღონ ფილმი...
ზოდიაქოს ნიშნები – გამარჯვების სიმბოლოები
მორიელი – აიდი
აიდი – ქვესკნელისა და საიქიოს ღმერთი. ტრადიციულად მიიჩნევა, რომ ოლიმპის მთაზე ყველაზე პირქუში ღვთაებაა, რომელიც შიშს თესს ყველაში. ხომ გაგონებთ რაღაცით მორიელებს, რომლებსაც ზოდიაქოს ყველაზე „ბნელ“ ნიშანს უწოდებენ? თუმცა ჰომეროსთან აიდი ძალზე გულუხვი და სტუმართმოყვარეა – ყველას იღებდა თავის სამეფოში და არ წუწუნებდა. ჰგვანან მორიელებს ხომ? ისინიც ასე არიან...
მშვილდოსანი – ჰეფესტოსი
ჰეფესტოსი – ცეცსლისა და მჭედლობის ღვთაება, მშვიდლოსანი კი – მარადიული ცეცხლი. იდეალური შერწყმაა. ჰეფესტოსი ასევე მფარველობდა გამომგონებლებს – ესეც კარგად ერწყმის მშვილდოსნის ბუნებას – ისინიც ხომ საოცარი გამომგონებლები არიან, განსაკუთრებით, როდესაც რაღაცაში თავს იმართლებენ...
თხის რქა – დემეტრა
დემეტრა – მიწათმოქმედების ქალღმერთი, პირველყოფილი შემოქმედებითი ენერგიის განსახიერება. სხვას ვის შეეფერება ეს როლი, თუ არა შრომისმოყვარე და ნიჭიერ თხის რქებს? ფან–ფაქტიც: ერთ–ერთი თეორიით, დემეტრა მფარველობდა არა მხოლოდ მიწათმოქმედებს, არამედ ჯადოქრებსაც! ეს განსაკუთრებით მოეწონებათ იმ თხის რქებს, რომლებსაც სჯერათ ჯადოქრობის და მუდამ რაღაც ჯადოსნურს მოელიან.
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მერწყული – პოსეიდონი
პოსეიდონი მთავარი ღმერთების სამეულშია ზევსთან და არესთან ერთად, განაგებს ზღვის სტიქიას. პოსეიდონი მალე მიხვდა, რომ მზის ქვეშ ადგილები დაკავებულია და ამიტომ ზღვის ფსკერზე დაეშვა და იქ მდიდრული სასახლე მოიწყო. ზუსტად რომ მერწყულების სტილია – იმის ნაცვლად, რომ კონფლიქტი დაიწყონ, ისინი, უბრალოდ, მიდიან და თავის ჭკუაზე იქცევიან. უყვართ ფუფუნებაში ცხოვრება და ხშირად აღწევენ წარმატებას, რადგან ენერგიას არ ხარჯავენ სხვადასხვა სფეროში და ერთზე არიან კონცენტრირებული.
თევზები – დიონისე
დიონისე – უზრუნველი, მხიარული, მეღვინეობის ღმერთი. უყვარდა დროის კარგად გატარება, უსმენდა „მაგარ“ მუსიკას და ცხოვრებით ტკბებოდა. ზუსტად თევზებივით – უყვართ ფოკუსირება კარგ მომენტებზე, ურჩევნიათ, ნეგატივისგან თავი შორს დაიჭირონ, ადვილად ერწყმიან ნებისმიერ კომპანიას და მისი სული და გული ხდებიან – ამდენი საინტერესო ისტორია ხომ სწორედ თევზებს აქვთ.