თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. სეულის ცენტრში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, იუწყება სამხრეთკორეული სააგენტო „რენხაპი“.
ინციდენტის დროს მატარებელში 275 მგზავრი იმყოფებოდა.
მატარებელი ქალაქ იქსანში მიდიოდა, რომელიც სეულიდან დაახლოებით 180 კილომეტრში მდებარეობს.
ინფორმაცია ავარიის შედეგად დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.