რაგბი: საქართველომ ურუგვაი დაამარცხა

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა ნოემბრის ტესტ–მატჩების პირველ მატჩში ურუგვაის გუნდი თბილისში, „დინამო–არენას“ სტადიონზე ანგარიშით 34:18 დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს – გორგაძის (3) და პაპიძის (1) ლელოები აბჟანდაძემ შედეგიანად გარდასახა, ამას აბჟანდაძემ კიდევ ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიამატა.
შემდეგი ტესტ–მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება – „ბორჯღალოსნებს“ სამოას გუნდი ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ბოლო ტესტ-მატჩი უელსის წინააღმდეგ კარდიფში გაიმართება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს