ცრემლი და სანთლები: მრავალათასიანი სამგლოვიარო აქცია-პროტესტი სეულში - ვიდეო

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მრავალათასიანი სამგლოვიარო აქცია-პროტესტი გაიმართა, რომელზეც ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთ - ჭყლეტაში დაღუპული 156 ადამიანის ხსოვნას მიაგეს პატივი.
Sputnik
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ისტორიაში მშვიდობიან დროს მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი კატასტროფის გამო, სამხრეთ კორეაში საზოგადოებრივი პროტესტი იზრდება. პოლიციამ აღიარა, რომ დღესასწაულისთვის გატარებული უსაფრთხოების ზომები საკმარისი არ იყო. ოპოზიცია კი პრეზიდენტს აკრიტიკებს იმისთვის, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო.