თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ევროპის მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ბაქოში ძიუდოს დიდი სლემის ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში 90 კგ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს სძლია.
დღეს ბაქოში ხუთი ქართველი ასპარეზობდა. ფინალურ ბლოკში გასვლა მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა შეძლო.
ბაქოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსნებმა საბა ინანეიშვილმადა სოფიო სომხიშვილმა რეპეშაჟში დაასრულეს გამოსვლა; გურამ თუშიშვილი (+100კგ) პირველივე დაპირისპირებაში გამოეთიშა ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილების გამო.
ასევე უმედლოდ დარჩა ილია სულამანიძე (100კგ), რომელიც მერვედფინალში უზბეკ ტურაბოევთან დამარცხდა.
ამგვარად, მაისურაძის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა ბაქოს ტურნირი ორი ბრინჯაოს მედლით დაასერულა. მესამე ადგილი გუში ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) აიღო.