საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

ტურნირის დაწყებამდე საქართველოს გუნდი კიდევ რამდენიმე შესარჩევ მატჩს ჩაატარებს.
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა FIFA 23-ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ნაკრებმა სლოვაკეთის, კვიპროსის და საბერძნეთის ნაკრებებს მოუგო და ისლანდიას დაუზავდა. ეროვნულ გუნდს ლადო ონიანი, ნიკა ასათაშვილი, გიორგი გოგოლი და ნიკუშა ხევიაშვილი შეუერთდებიან.
საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ჯგუფში შვეიცარიის, ბელგიის, უკრაინისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. ჯგუფური ეტაპი 15-16 დეკემბერს დაიწყება.
ტურნირის დაწყებამდე საქართველოს გუნდი კიდევ რამდენიმე შესარჩევ მატჩს ჩაატარებს.
საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრები ერთი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა.