ოღონდ ესაა, მიზეზს ყველა არ გვიხსნიდა — არ შეიძლებოდა და მორჩა! ასე რომ ინტერესი ინტერესად რჩებოდა, ეს პაწაწა მწერი კი რაღაც მისტიურ საბურველში ეხვეოდა.
ახლა კი ირკვევა, რომ მისტიკა და იდუმალება არაფერ შუაშია. უბრალოდ, ძველად ობობას თურმე იმიტომ არ კლავდნენ, რომ ეს ბუნებრივი, სწრაფი და ძალზე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ნებისმიერი ჩირქოვანი და ძნელად შეხორცებადი ჭრილობებისთვის, მათ შორის, ნაკბენისთვისაც.
როგორც ძველები ირწმუნებიან, ობობა ნებისმიერი ხარისხისა და სიმძიმის დაავადებას კურნავს — მაშინაც კი, როდესაც ანტიბიოტიკი უძლურია.
ნამდვილად ვერ გირჩევთ, საკუთარ თავზე ან სხვაზე გამოსცადოთ წინაპრების ეს რწმენა, მაგრამ ფაქტია, რომ ობობის ქსელს წარსულში ფართოდ იყენებდნენ მედიცინაში. საქმე ისაა, რომ ის თვისებებით ძალიან ახლოსაა ლიმფასთან — ადამიანის იმუნური სისტემის ძირითად ელემენტთან.
ძველების რწმენითა და გადმოცემით:
საკმარისია ობობის ქსელი ჭრილობაზე დაიდოთ და ცოტა ხანს გაიჩეროთ, რომ სისხლდენა შეგიჩერდეთ და შეხორცების პროცესი ლამის მაშინვე, თქვენს თვალწინ დაიწყოს: დაგიწევთ მაღალი ტემპერატურა, დაგიცხრებათ შესივება, გაგიყუჩდებათ ტკივილი და ჭრილობაც თანდათან დავიწროვდება.
გარდა ამისა, ყურის ტკივილი დაგიამდებათ, თუ ნიჟარაში ვარდისფერ ზეთში მოხარშულ სქელ თეთრ ქსელს ჩაიდებთ.
მალარიის სამკურნალოდ საჭიროა მოაგროვოთ ობობის ქსელი და თხილის სიმსხო ორ ბურთულად დაამრგვალოთ. ერთი ბურთულა შეტევის შემდეგ უნდა მისცეთ ავადმყოფს, მეორე — მომდევნო შეტევის წინ.
თუმცა ერთი მისტიკური ელემენტი მაინც არსებობს. როგორც ჩვენს წინაპრებს სწამდათ, ქსელის მოგროვების წინ, აუცილებლად უნდა სთხოვოთ პატიება ობობას იმისთვის, რომ სახლს უნგრევთ, აუხნათ ამის მიზეზი და სთხოვოთ დახმარება. მერე კი, როდესაც განიკურნებით, მადლობაც გადაუხადოთ. ოღონდ ეს ყველაფერი ჩუმად, გულში უნდა თქვათ და არა ხმამაღლა.