მე-12 ქვეითმა ბატალიონმა გეგმური სწავლება ჩაატარა

ვაზიანის პოლიგონზე სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სწავლების მიზანს ქვედანაყოფის კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.
უწყების ცნობით, სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულთან ერთად მონაწილეობა მიიღო პირველი ქვეითი ბრიგადის სნაიპერთა ჯგუფმა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფმა.
ასეულის მხარდაჭერას ახორციელებდა მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების „ბმ-21“-ის ოცეული, ასევე პირველი ქვეითი ბრიგადის 120 და 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნები.
ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ვაზიანის პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.