თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას, რომელიც საქართველოში სპეციალურად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლაd ჩამოვიდა, მათი ნახვის უფლება არ მიეცა.
პოლონელი პოლიტიკოსის თქმით, უარის დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არც დაპატიმრებული პირების ოჯახის წევრია და არც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.
„ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი და პატიმრობაში იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი, არც თუ საუკეთესოდ მეტყველებს ამ ქვეყანაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მივიღე მორიგი უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მომეცა იმის საშუალება, რომ მენახა, რა პირობებში იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, —განაცხადა გოშევსკამ.
როგორც მან აღნიშნა, უარის მიზეზი მისთვის „აბსოლუტურად გაუგებარია“, ვინაიდან წინა წლებში არაერთხელ მოუნახულებია „ქართველი პოლიტიკური პატიმრები უპრობლემოდ“.
გოშევსკას განმარტებით, ვარშავაში კვლავაც მად არიან, წაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში სამკურნალოდ.