თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ლაგოდეხის რაიონში კომპანია „ბიობამბის“ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო გაიხსნა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროექტი „სოფლის განვითარების“ სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებში 125 ათასი ლარი გამოიყო.
„სოფლის განვითარების პროგრამა”, რომელსაც ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7,8 მლნ ლარს აღემატება.