თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მთელი მსოფლიოდან სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას ძიუდოს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში - ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც გორში 26 ნოემბერს იწყება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის მისაღებად 16 ქვეყნის 137 სპორტსმენი უკვე დარეგისტრირდა.
დარეგისტრირებულ ძიუდოისტებს შორის არიან ისეთი წარმატებული სპორტსმენები, როგორებიც არიან: ტედი რინერი, დენის ვიერუ, დავლატ ბობონოვი, მანუელ ლომბარდო, ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ამანდინ ბუშარი, დარია ბილოდიდი და ა.შ.
გასულ წელს ძიუდოს ჩემპიონთა ლიგას პარიზმა უმასპინძლა. შეჯიბრში ორმა ქართულმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა - „გოლდენ გორმა" და „მოგაბათმა". ქართული კლუბები ერთმანეთს ბრინჯაოსთვის ბრძოლაში შეხვდნენ, სადაც გორელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 3:2.