გაერომ მიიღო რუსეთის რეზოლუცია ნაციზმთან ბრძოლის შესახებ

რეზოლუცია მოუწოდებს ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის აღკვეთისკენ.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა მიიღო რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ნაციზმის ჰეორიზაციასთან ბრძოლის შესახებ, იუწყება РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
რეზოლუცია მოუწოდებს ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის, ასევე ამ კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულების უარყოფის აღკვეთისკენ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გრიგორი ლუკიანცევმა სხდომის კულუარებში აღნიშნა, რომ კენჭისყრის წინ დოკუმენტში შეიტანეს შესწორება, რომ გმობენ სპეციალურ ოპერაციას, რომელიც რუსეთმა არ აღიარა და ამას რეზოლუციის მიღების ჩაგდების მცდელობად მიიჩნევს.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ პროექტს მხარი დაუჭირა 105–მა ქვეყანამ, წინააღმდეგ წავიდა 52, ხოლო თავი შეიკავა 15–მა. კიდევ 16 სახელმწიფო დოკუმენტის თანაავტორია.
უფრო ადრე გაეროს უშიშროების საბჭომ უარყო რუსეთის რეზოლუცია უკრაინაში აშშ–ის ბიოლაბორატორეიბის შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს რუსეთმა და ჩინეთმა. წინააღმდეგ წავიდნენ დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრნაგეთი, ცხრა დელეგაციამ თავი შეიკავა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს