თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ავტოავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დღეს, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდებათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.