რუსეთის საგარეო უწყებაში ნაციზმთან ბრძოლის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრა შეაფასეს

Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პოლიტიკური ფარისევლობა უწოდა ნაციზმის ჰეროიზაციასთან ბრძოლის შესახებ გაეროს გენასამბლეის რეზოლუციის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების კენჭისყრას და ამ ნაბიჯს ამორალური უწოდა, იუწყება РИА Новости.
„მისი არსი (რეზოლუციის - რედ.) ეჭვქვეშ მხოლოდ ამორალურმა ფიგურებმა შეიძლება დააყენონ“, - დაწერა ზახაროვამ „ტელეგრამ-არხზე“.
როგორც მან აღნიშნა, „შარშან ნაციზმის ჰეროიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს რეზოლუციის ასეთივე ტექსტზე კენჭისყრისას ევროკავშირის ქვეყნებმა თავი შეიკავეს“. წელს კი დასავლეთის ქვეყნებმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
„მათ, ვინც მხარს უჭერდა ფაშიზმს მე-20 საუკუნეში და მათაც, ვინც დაზარალდა და თითქმის გაქრა“, - განაცხადა ზახაროვამ.
გაერომ მიიღო რუსეთის რეზოლუცია ნაციზმთან ბრძოლის შესახებ>>>
მანამდე, გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა მიიღო რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ნაციზმის ჰეროიზაციასთან ბრძოლის შესახებ. რეზოლუცია მოუწოდებს ისტორიისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვის, ასევე ამ კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულების უარყოფის აღკვეთისკენ.
წელს პროექტს მხარი 106-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის, როგორც ყოველთვის, ისრაელმა. თუმცა, წინააღმდეგ წავიდა არა მხოლოდ აშშ და უკრაინა (როგორც ეს იყო ბოლო წლებში), არამედ საქართველო, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნგრეთი.