პორტუგალიაში ოთხდღიანი სამუშაო კვირის ტესტირება ჩატარდება

განცხადებებს საპილოტო პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული კომპანიებისგან 2023 წლის იანვრამდე მიიღებენ. პროექტი ნახევარი წელიწადი გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. პორტუგალიის მთავრობა 2023 წლის ივნისიდან ოთხდღიანი სამუშაო კვირის ტესტირებას აპირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, ამავე დროს, ხელფასები არ შემცირდება, იუწყება РИА Новости გამოცემა El Pais–ზე დაყრდნობით.
პორტუგალიური გეგმა სამ ძირითად პუნქტს ითვალისწინებს: ხელფასი უცვლელი რჩება, სამუშაო დრო მცირდება და კომპანიების მონაწილეობა პროექტში ნებაყოფლობითია, წერს გაზეთი პედრო გომესზე დაყრდნობით, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტის ეკონომისტი და პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები ექსპერიმენტს წინააღმდეგობას არ გაუწევენ, კერძო სექტორი კი ამ ინიციატივის მიმართ ნაკლებად გახსნილი იქნება.

განცხადებებს საპილოტო პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული კომპანიებისგან 2023 წლის იანვრამდე მიიღებენ. პროექტი ექვსი თვე გაგრძელდება. ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც ეს ინიციტივა უკვე ხორციელდება, პორტუგალიის მთავრობა საპილოტო პროექტში მონაწილე კომპანიებს არ დაასუბსიდირებს, რათა ობიექტური შეფასება მიიღოს.
მეორე ეტაპი სახელმწიფო სექტორში 2024 წელს განხორციელდება, ხოლო მესამე ეტაპზე ადმინისტრაციის მიერ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 60 კომპანია სუბსიდიას მიიღებს ოთხდღიანი სამუშაო კვირის დაწესების ეფექტურობის შედარებითი კვლევის ჩასატარებლად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს