ირანში მოლებს ჩალმებს გლეჯენ: პროტესტის ახალი ფორმა - ვიდეო

ირანში სექტემბერში დაწყებული საპროტესტო ტალღა არ ცხრება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავაც იმართება ხალხმრავალი დემონსტრაციები, რომლებიც პოლიციასთან შეჯახებებით მთავრდება.
Sputnik
ქუჩაში გამოსული ხალხი წვავს ირანის პრეზიდენტის, მთავრობის წევრებისა და აიათოლას პორტრეტებს, ქვებს ესვრიან და ანადგურებენ შენობებზე გამოფენილ მათ ბანერებს.
გარდა ამისა, ბოლო დროს პროტესტის ახალი ფორმა გაჩნდა: პირბადიანი ახალგაზრდები ქუჩებში მოლებს ჩალმებს გლეჯენ და გარბიან.
ამ მოვლენამ იმდენად მასშტაბური ფორმა მიიღო, რომ მოლები იძულებული არიან ჩალმებზე ზემოდან ქსოვილის ნაჭერი გადაიტარონ და ნიკაპქვეშ გამოინასკვონ, რათა თავსაბურავი იოლად მოსახდელი არ იყოს.