თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ნოემბერში 2022 წლის ბოლო მატჩს ჩაატარებს – ის მაროკოს გუნდს დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლის გუნდი მაროკოს ნაკრებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში შეხვდება.
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მაროკოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზეა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართული გუნდის მოთამაშეები თბილისში 14 ნოემბერს შეიკრიბებიან და მეორე დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრებიან.
ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს ნაკრებებს შორის 17 ნოემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.