თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ძველ თბილისში, ცურტაველის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა, იუწყება „პირველი არხი“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეხანძრე-მაშველები კვლავ რჩებიან ადგილზე. ასევე მობილიზებულია პოლიცია.
რაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა, რადგან ნგრევამ, შესაძლოა, მილსადენი დააზიანა.
არ არის გამორიცხული, რომ ჩამონგრევის მიზეზი მშენებლობის წესების დარღვევა გახდა – ჩამონგრეული შენობის გვერდით ახალი შენობის ფუნდამენტისთვის ტრაქტორი მუშაობდა.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.