მსოფლიო დღეს

ხვრელი სანქციების შესახებ კანონმდებლობაში: რუსული ნავთობი აშშ-ში მაინც იყიდება

Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანია „ლუკოილი“ კვლავაც ჰყიდის თავის ნავთობპროდუქტებს აშშ-ში, იუწყება გაზეთი The Wall Street Journal.
გამოცემის ინფორმაციით, რუსული კომპანია ამას საერთაშორისო სანქციების დაურღვევლად აკეთებს სანქციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში არსებული ხვრელის საშუალებით.

„სიცილიაზე არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც რუსეთის მოცულობით მეორე ნავთობგიგანტი „ლუკოილი“ ფლობს, რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვის პუნქტის როლს ასრულებს. ნავთობი საბოლოოდ აშშ-ში ხვდება საწვავისა თუ სხვა ნავთობპროდუქტის სახით“, — წერს გამოცემა.

როგორც WJS განმარტავს, სანქციების შესახებ კანონმდებლობაში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც რუსული ნედლეულის აშშ-ში შეტანა დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ის „უცხოურ პროდუქციად გარდაიქმნება“. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სიციალიაზე გადამუშავებული ნავთობის 90% რუსული წარმოშობისაა, საბოლოო პროდუქტი უკვე იტალიურად მიიჩნევა და თავისუფლად ხდება მისი ექსპორტი.
გავრცელებული ცნობით, მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე ქარხანამ აშშ-ში 5 მლნ ბარელი ნავთობროდუქტი გაგზავნა, რაც 7 მილიონი ავტომობილის ავზების შესავსებადაა საკმარისი.
აღსანშნავია, რომ კომპანია „ლუკოილი“, სახელმწიფო კომპანია „გაზპრომისგან“ განსხვავებით, ამერიკულ სანქციების სიებში არ შესულა და ის დღემდე ვაჭრობს თავისი პროდუქციით 11 შტატში.